|
2022-05-28 10:56:13, 1643 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენი - პუტინის ქმედებები სხვა არაფერია თუ არა უკრაინელი ხალხის იდენტობის გაანადგურების მცდელობა
კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინელი ხალხის იდენტობის განადგურებას ცდილობს. - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მისივე თქმით, პუტინი თავს ესხმის სკოლებს, ბაგა-ბაღებს, საავადმყოფოებს, მუზეუმებს, რასაც არავითარი სხვა მიზანი არ აქვს გარდა კულტურის აღმოფხვრისა. "ის არა მხოლოდ ცდილობს დაიპყროს უკრაინა, არამედ ფაქტობრივად, ცდილობს მოსპოს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა. ის თავს ესხმის სკოლებს, ბაგა-ბაღებს, საავადმყოფოებს, მუზეუმებს, რასაც არავითარი სხვა მიზანი არ აქვს გარდა კულტურის აღმოფხვრისა. ეს არის პირდაპირი თავდასხმა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე". - განაცხადა ბაიდენმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)