|
2022-05-24 18:56:35, 1391 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილება განახორციელა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ დღეს ბრიფინზე განაცხადა. მისი თქმით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ზაზა შავაძე დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. გიორგი სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის უკვე ყოფილი მინისტრი კი მუშაობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გააგრძელებს. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მინდა გაგაცნოთ აჭარაში მოქმედი მთავრობის შემადგენლობაში საკადრო გადაადგილების თაობაზე. ბატონი ზაზა შავაძე დაინიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად. ბატონი ზაზა, ამ აქამდე ხელმძღვანელობდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს. მან არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ის არის ძალიან გამოცდილი მენეჯერი, ეკონომისტი და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი სურმანიძეს თავისი სამსახურისთვის. გიორგი რჩება გუნდში და ის საქმიანობას გააგრძელებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)