|
2022-05-24 14:18:20, 1038 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე „მთავარ არხს“ - მთელი ნარატივი დაალაგეთ, რომ გვარამიამ გამოიყენა სამსახურის მანქანა და ამისთვის დააკავეს, ახლა გადააკეთეთ
„გუშინდელ დღემდე, ვიდრე განცხადება არ გაკეთდა ჩემი მხრიდან, თქვენ ამტკიცებდით, რომ ნიკა გვარამიამ გამოიყენა სამსახურის ავტომანქანა და ამისთვის დააკავეს, იყო ერთ კვირიანი ძალიან ცუდი ფეიკი, ახლა გადააკეთეთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რუსთავი-2 ის ბალანსზე 67 000 ევრო უნდა შესულიყო. ე.ი. ამდენით დაზარალდა რუსთავი-2 და ზიანისათვის რატომ არ უნდა იყოს გამოყენებული პატიმრობა, როდესაც 10 000 ლარზე არის დაკავებული უამრავი ადამიანი? „ჩვენ არავინ დაგვიჭერია, ის სასამართლომ დაიჭირა . აქ მნიშვნელობა აქვს დამნაშავეა თუ არა, თუ დამნაშავეა, რატომ არ უნდა დააკავონ, რატომ არ უნდა დასაჯონ ადამიანი, რომელიც დამნაშავეა? უდანაშაულობას არგუმენტი არ უნდა? კერძო კომპანიის კი, არა გუშინდლამდე ამბობდით და მთელი ნარატივი დაალაგეთ, რომ ნიკა გვარამიამ გამოიყენა სამსახურის მანქანა და ამისთვის დააკავეს. ახლა რატომ იყო ტყუილი - რუსთავი 2-ის ეს ავტომანქანა არასდროს ყოფილა. ნიკა გვარამია, როგორც გაირკვა რა ავტომობილითაც დადიოდა, რითაც ზიანი მიაყენა და არა მხოლოდ ამით, ბინებით თანხით და ა.შ. ეს ერთ-ერთია, თქვენ ამოარჩიეთ პიარისათვის, მაგრამ ამაშიც ჩაგყვებით, აქ არის ლაპარაკი, რომ რუსთავი2-ის ეს ავტომანქანა არასდროს ყოფილა. ეს არის ფეიკის მხილება და მეორე - რაც შეეხება კერძო კომპანიას, ნიკა გვარამიამ რომ კერძო კომპანიაზე გააფორმა ბინა თუ ავტომანქანა, რომელიც რუსთავის2-ში უნდა შესულიყო, ან რომლის საფასურიც რუსთავი 2-ში უნდა შესულიყო და ამ თანხით დააზარალა რუსთავი - 2, ეს დანაშაულს რატომ გამორიცხავს? თქვენ რომ პასუხს ვერ მცემთ, ეს არის უარგუმენტობა. 6 მილიონ 700 ათასზეა საუბარი. 67 000 ევრო უნდა შესულიყო რუსთავი-2 ის ბალანსზე, ის ავტომანქანა, რომელიც ნიკა გვარამიას მეგობრის კომპანიაზე გაფორმდა. ე.ი. ამდენით დაზარალდა რუსთავი-2 და ზიანისათვის რატომ არ უნდა იყოს გამოყენებული პატიმრობა, როდესაც 10 000 ლარზე არის დაკავებული უამრავი ადამიანი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)