|
2022-05-24 14:11:36, 1038 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - გამოდით ოკუპანტის მოკავშირეობიდან და თავი დაანებეთ რუსეთთან ალიანსში ყოფნას
„აქსიომად იქცა, რომ ქართული ოცნება არის პუტინის რუსეთის მოკავშირე და 2012 წლიდან ნერგავს საქართველოში შიშს. ეს არის სხვადასხვა შიში. სააკაშვილის მობრუნების შიში, საბანკო ვალების შიში, კოვიდის და ახლა უკვე ომის შიში. „ქართული ოცნება" არწმუნებს საზოგადოებას, რომ ოპოზიციას სურს სახელმწიფო გადატრიალება, არეულობა, ომი. გვახსოვს ათობით არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობის ანონსი, გავრილოვის ჩამოყვანის აბსოლუტურად მტრული ნაბიჯი და ამ ყველაფერს მუდმივად ოპოზიციას აბრალებენ", - ამის შესახებ კახა ოქრიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ დასავლელი პარტნიორების მიმართ რიტორიკა არის მტრული და შეურაცხმყოფელი. „ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ რიტორიკა არის მტრული და შეურაცხმყოფელი. 2012 წლიდან „ქართული ოცნება" ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რათა ევროკავშირმა თვითონ გვითხრას უარი გაწევრიანებაზე, ვგულისხმობ უკუსვლას დემოკრატიის კუთხით. პოლიტიკური ოპონენტების დევნა-დაკავებას, პოლიტ-პატიმრებს, სააკაშვილ-გვარამიას, თავისუფალი მედიის შეზღუდვას, 5 ივლისის მოვლენებს, კორუფციას, სახელმწიფოს მიტაცებას, მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემების მიტაცებას", - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების" წევრებს ეგონათ რუსეთი უკრაინასთან სწრაფად გაიმარჯვებდა, მაგრამ მთელი დემოკრატიული მსოფლიო აღუდგა მტერს და ბოროტება ვერ გაიმარჯვებს. „მოგიწოდებთ „ქართულ ოცნებას" გამოდით ჩვენი ოკუპანტის მოკავშირეობიდან და თავი დაანებეთ პუტინის რუსეთთან ალიანსში ყოფნას. გთავაზობთ, გადავდოთ ყველა საკითხი. ერთად ჩავიდეთ ევროპაში და მოვითხოვოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინა და მოლდოვასთან ერთად. ევროკავშირი გვთხოვს დემოკრატიული ინსტიტუტების სწრაფ განვითარებას, მედიის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მართლმსაჯულების სისტემის უსწრაფეს რეფორმირებას. დიახ, მათ აქვთ მზა რეცეპტები და მათი რეცეპტებით უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)