|
2022-05-23 16:11:59, 1187 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - თუკი, 2012 წლამდე არცერთი ადამიანის სანქცირებაზე არ იყო საუბარი, დღეს გაუგებარი და მიუღებელია ეს განცხადებები
,,ასეთი ხმაური იყო ატეხილი რუსთავი 2-ის საკუთრების საქმესთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, სადაც ლაპარაკი იყო ჩარევაზე სიტყვის თავისუფლების სფეროში. თუმცა, საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლოებმა მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება,’’ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, თუ ეს ადამიანები 2012 წლამდე სასამართლოს არ აკრიტიკებდნენ, მათი მხრიდან ესეთი განცხადებები მიუღებელი და გაუგებარია. ,,საბოლოოდ, როდესაც დაიწყება გამოკითხვა, თუ რა არ მოგწონთ ბოლო-ბოლო დღეს სასამართლო რეფორმის ნაწილში. ისინი მიდიან კონკრეტულ გვარებამდე, რომ მათ არ მოსწონთ კონკრეტული ადამიანები. თუკი, 2012 წლამდე არცერთი ადამიანის სანქცირებაზე არ იყო საუბარი და სხვათა შორის, არც არასამთავრობო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს აქტიურობენ სასამართლო სისტემის წინააღმდეგ და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ აკრიტიკებდნენ სასამართლო სისტემას, დღეს მით უმეტეს, გაუგებარი და მიუღებელია მათი ეს განცხადებები,’’ - განაცხადა სოზარ სუბარმა საუბრის დროს.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)