|
2022-05-23 13:10:55, 1149 ნახვა
პოლიტიკა
თამარ კორძაია აშშ-ს საუნივერსიტეტო კლინიკას მიმართავს, რათა სააკაშვილს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდეს
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თამარ კორძაია აშშ-ს საუნივერსიტეტო კლინიკა „ემორის“ პირადად მიმართავს ექსპრეზიდეტ მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. როგორც კორძაიამ განაცხადა, ამ ნაბიჯით, ერთხელ და სამუდამოდ ობიექტური და მიუკერძოებელი მედიკოსების დასკვნით, გაირკვევა რამდენად ადეკვატურია ის მკურნალობა, რომელსაც მესამე პრეზიდენტი საქართველოში იღებს. "იცით, რომ მე გასულ კვირას მივმართე იუსტიციის მინისტრს და ვთხოვე მოეწვია აშშ-ის „ემორის“ საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზა, თუ ისინი თვლიან, რომ საქართველოში ექიმები, ყველა მოსყიდული ჰყავს სააკაშვილს. ამასთან დაკავშირებით მივიღე სრულიად აგდებული პასუხი. რატი ბრეგაძე დაინტერესდა, რა სამედიცინო განათლება მაქვს. აქვე ვპასუხობ, რომ ის, რაც მას აქვს. როგორც იურისტი მას მივმართავ, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც პროცესის მონაწილე მხარეს, უფლება აქვს მოითხოვოს ექსპერტიზა და სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს ეს. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო აყოვნებს, ხოლო იუსტიციის მინისტრი არაფერს აკეთებს, რომ ეს განხორციელდეს, მე დღეს, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, პირადად ვაგზავნი თხოვნას „ემორის“ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რათა მათ გამოხატონ მზაობა კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კორძაიამ. ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლებზე გადაყვანა შესთავაზა. თავად ექსპრეზიდენტი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვდა. ამ განცხადებიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტიმა განაცხადა, რომ თანახმა იყო მკურნალობა კლინიკა „ვივამედში“ გაეგრძელებინა, თუკი ხუთ პირობაზე დათანხმდებოდნენ - ის მოითხოვდა, რომ მასთან მუდმივი დაშვება ჰქონოდათ ოჯახის წევრებს, პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ ემპათიას. რაზეც იუსტიციის სამინისტრომ მოუწოდა, ესარგებლა მისი ჯანმრთელობისთვის შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით "დათქმების გარეშე", რის შემდეგადაც ის „ვივამედში“ გადაიყვანეს.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)