|
2022-05-20 17:44:22, 1851 ნახვა
რეგიონი
ლატვიელი ტურსააგენტოები აჭარაში მოგზაურობენ
აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ლატვიის წამყვანი ტურსააგენტოების წარმომადგენლები ეცნობიან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინფოტურის მონაწილეებისთვის, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია Air Baltic-ის ორგანიზებით იმართება, პრეზენტაციები და ადგილობრივ ტურსააგენტოებთან საქმიანი B2B შეხვედრები მოეწყო. მათივე ცნობით, გარდა ამისა, სტუმრები აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებს, სასტუმრო და ტურისტულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ, რაც ბათუმის ტურისტული პაკეტების შემუშავებასა და რეგიონში ლატვიელი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. წელს, პირველად ლატვიის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო. 8 მაისიდან სექტემბრის ბოლომდე, ავიაკომპანია Air Baltic ფრენებს „რიგა-ბათუმი“ კვირაში 2-ჯერ შეასრულებს. „ბალტისპირეთიდან აჭარას წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებიც სტუმრობდა, რომლებიც რეგიონის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებების შესახებ სტატიებსა და სიუჟეტებს მოამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბალტიისპირეთიდან პრეს-ინფო ტურების ორგანიზებას აქტიურად გააგრძელებს, რათა მეტ პოტენციურ ტურისტს მიაწოდოს ინფორმაცია ბათუმის, როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების შესახებ. გარდა რიგისა, ტალინიდან და ლიეტუვადან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები წელს ისევ შესრულდება, რაც ბალტისპირეთიდან რეგიონში ტურისტების შემოდინებას შეუწყობს ხელს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)