20:24 - 18 Jun, 2026
|
2022-05-20 12:33:56, 1804 ნახვა
სამართალი
სადახლოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“, დიდი ოდენობით მედიკამენტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქის ჭ.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 79 დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს. აღნიშნულ მოქალაქეს მედიკამენტები, ავტომობილის სალონში, წინასწარ მოწყობილ სამალავებში ჰქონდა განთავსებული. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 76 879,53 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)