|
2022-05-20 10:07:51, 1586 ნახვა
ომი უკრაინაში
აზოვის პოლკი - სარდლობა აზოვსტალის ქარხანაში რჩება, გარკვეული ოპერაცია მიმდინარეობს
სარდლობა აზოვსტალის ქარხანაში რჩება, გარკვეული ოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა (კალინა) სახალხო მოადგილის ალექსეი გონჩარენკოს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. პალამარმა მადლობა გადაუხადა მსოფლიოს და უკრაინას მხარდაჭერისთვის. "მე და სარდლობა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ვართ განლაგებული, მიმდინარეობს გარკვეული ოპერაცია, რომლის დეტალებს არ ვამხელ", - განაცხადა მან. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პალამარი თითქოს "ჩაბარდა" ტყვეობაში. როგორც ცნობილია, 11 მაისს ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ აზოვსტალის ტერიტორიაზე შესაძლოა ათასი მებრძოლი იყოს, რომელთაგან ნახევარი მძიმედ დაიჭრა.17 მაისს Reuters-მა, თვითმხილველებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ სულ მცირე შვიდმა ავტობუსმა დატოვა აზოვსტალი . ჟურნალისტების ინფორმაციით, გამოყვანილი ჯარისკაცები არ დაშავებულან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)