|
2022-05-19 17:04:55, 1945 ნახვა
რეგიონი
აჭარაში 9 ეკომიგრანტმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები გაზრდილი დაფინანსებით შეიძინა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 2022 წელს, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებული თანადაფინანსება 30 000 ლარამდე გაზარადა. სპეციალური პროგრამის ფარგლებში, დღეს 9 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები ბათუმის იუსტიციის სახლში საკუთრებაში დაურეგისტრირდა. „სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი 592 -მა ოჯახმა შეიძინა. აღნიშნული პროგრამით საცხოვრებლის პრობლემა ათეული წლის წინ სტიქიის შედეგად დაზარალებულ არაერთ ოჯახს მოეხსნა. პროგრამა ვრცელდება აჭარაში მცხოვრებ ყველა ეკომიგრანტ ოჯახზე. წელს, აჭარის მთავრობამ დაფინანსება გაზარდა როგორც ეკომიგრანტებისთვის, ისე ხანძრით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლის შეძენის ან ადღგენა/რეაბილიტაციისათვის“, - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. კერძოდ, 2022 წლიდან ფინანსური მხარდაჭერა ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის 25 000 ლარის ნაცვლად, გაიცემა 30 000 ლარი. ხანძრით დაზიანებული ოჯახების სახლების რეაბილიტაცია/მშენებლობისთვის 15 000 ლარის ნაცვლად გამოიყოფა 20 000-ლარამდე. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს საცხოვრებელ ფართებს თანდაფინანსებით ჯამში, შეიძენს 100 ეკომიგრანტი ოჯახი, პროგრამით უკვე ისარგებმა 40-მა ბენეფიციარმა. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 3 080 000 ლარს.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)