18:41 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 16:13:40, 1490 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკაში ქალი ბიზნესმენების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც მათი აქტიურობა

ლევან დავითაშვილი - ეკონომიკაში ქალი ბიზნესმენების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც მათი აქტიურობა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრთან ერთად შეხვედრას მისი მოადგილეები - ირაკლი ნადარეიშვილი და ნინო ენუქიძე და სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი დაესწრნენ.
 

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამები. ვიცე-პრემიერმა და მოწვეულმა სპიკერებმა უპასუხეს ფედერაციის წევრების შეკითხვებს.
 

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ წიაღისეული რესურსების მოპოვების, ენერგეტიკის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, უცხოური ინვესტიციების მეტად წახალისების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ. შენიშვნები, რომლებიც დღეს ამ კუთხით არსებობდა, აბსოლუტურად ლეგიტიმურია", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
 

„ეკონომიკაში ქალი ბიზნესმენების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მათი აქტიურობა და შეიძლება ფედერაციასთან ერთად ვიმუშაოთ ძალიან საინტერესო ინიციატივებსა და პროექტებზე", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
 

შეხვედრის მიმდინარეობისას ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ბიზნესმენ ქალებს მათთვის საინტერესო, სხვადასხვა სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია.
 

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის" 75 წევრს აერთიანებს, ის მულტი-დარგობრივია და  ეკონომიკის არაერთ სექტორს მოიცა





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics