|
2022-05-19 15:58:07, 1795 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიუპოლში, დანგრეული დრამატული თეატრის ტერიტორიიდან ოკუპანტებს ცხედრები გააქვთ
მარიუპოლში, დანგრეული დრამატული თეატრის ტერიტორიიდან, ოკუპანტებს უკვე მეორე დღეა სატვირთო მანქანებით გარდაცვლილთა ცხედრებს გამოჰყავთ. "ოკუპანტები აგრძელებენ დრამატული თეატრის ნანგრევების მოწესრიგებას. ჩვენი წყაროები იუწყებიან, რომ გუშინ და დღეს დაღუპულთა ცხედრები სატვირთო მანქანებით რამდენჯერმე წავიდნენ სტარი კრიმის მიმართულებით", - განაცხადა მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ. . ის აღნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტები იცავენ თეატრის ტერიტორიას, არ უშვებენ ადამიანებს იმ ადგილებში სადაც მიცვალებულები გამოჰყავთ. ოკუპანტები ყველანაირად ცდილობენ დაფარონ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. 16 მარტს რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დრამატულ თეატრში 600-მდე ადამიანი დაიღუპა. ეს ქალაქის ხელისუფლების შეფასებით დასახელებულ მონაცემზე დაახლოებით ორჯერ მეტია. დაბომბვის დროს, შენობაში ათასამდე ადამიანი იმალებოდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)