|
2022-05-19 11:54:47, 1670 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - გვესმის, რაოდენ რთულია საქართველოსთვის რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედება, მაგრამ გთხოვთ სანქციების აღსრულებას
გვესმის, რაოდენ რთულია თქვენთვის რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედება, მაგრამ გთხოვთ სანქციების აღსრულებას, რომ სანქციების ეფექტურობა არ დაიკარგოს, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა. როგორც ბორელმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საჭიროა თავიდან იქნას არიდებული ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური პოლარიზაცია, რომ ბიძგი იყოს რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში, რადგან ეს არის ის საკითხები, რომლებიც არის საკვანძო. „მოხარული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. ადვილად შეგიძლიათ, წარმოადგინოთ, რაზე ვისაუბრეთ. სანქციების აღსრულება, რომ სანქციების ეკონომიკური ზეგავლენის თავიდან არიდება არ მოხდეს, როგორ შეიძლება სანქციები წარმოდგენილი იყოს ზოგჯერ საქართველოს პოლიტიკურ დებატებში, ასევე სეპარატისტულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. ჩვენ გავუზიარეთ პრემიერს შეშფოთება რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელსაც არ ვაღიარებთ და გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. და ბოლოს, სხვანაირად ვერც იქნებოდა, რომ არ გვესაუბრა ახლახან გაკეთებული წევრობის განაცხადის პერსპექტივაზე. შეფასება, რომელსაც კომისია მოამზადებს შემდგომ კვირებში და რაც მასთან ერთად განვიხილეთ, არის ის, რომ ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა და ის მოითხოვს რეფორმების გაზრდილ ტემპს, რომ თავიდან იქნას არიდებული ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური პოლარიზაცია, რომ ბიძგი იყოს რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში, რადგან ეს არის ის საკითხები, რომლებიც არის საკვანძო. კომისია როდესაც შეფასებას გააკეთებს, საქართველოს თხოვნა მხედველობაში იქნეს მიღებული, კარგი მომენტია რეფორმების ტემპის გასაზრდელად. ნება მომეცით, თარიღებზე არ ვისაუბრო, მაგრამ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ რეფორმები, რომლებზეც ჩვენგან ისმენთ, საკვანძოა რეფორმებს შორის. ევროკავშირი არის პოლიტიკური სისტემა, რომელიც კანონის უზენაესობაზეა დაფუძნებული, რომელიც დამოკიდებულია დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე სრული ანგარიშვალდებულებით, რომელსაც მოქალაქეების სრული ნდობა აქვს და ამას ვითხოვთ ნებისმიერი კანდიდატისგან. დიახ, ვგულისხმობ სანქციებს რუსეთის მიმართ, უკრაინის ომიდან გამომდინარე. ჩვენ ძალიან პატივს ვცემთ გაერო-ში კენჭისყრის დროს მხარდაჭერას, გვესმის, რაოდენ რთულია ეს თქვენთვის, რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედება, მაგრამ ასევე გთხოვთ სანქციების აღსრულებას, რომ სანქციების ეფექტურობა არ დაიკარგოს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)