12:48 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 18:49:21, 2819 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა შესაძლოა „აზოვის“ პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს

გენერალურმა პროკურატურამ წარუდგინა რუსეთის უზენაეს სასამართლოს „აზოვის“ პოლკის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის მოთხოვნა წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Interfax-ი ავრცლებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის პროკურატურის მიერ „აზოვის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების მოთხოვნით გაგზავნილი სარჩელი მაისის ბოლოს განიხილება.

გარდა ამისა, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, „აზოვის“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე ადმინისტრაციული საქმის განხილვა 26 მაისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა აზოვის ნაციონალისტური ნაწილის (რუსეთის ფედერაციაში აკრძალული) ბოევიკების და აზოვსტალის ქარხანაში ბლოკირებული უკრაინელი სამხედროების ჩაბარების დაწყების შესახებ, 265 ბოევიკი, მათ შორის 51 მძიმედ დაიჭრა.

ხოლო 17 მაისს სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ „აზოვის“ პოლკის მებრძოლები რუს ტყვეებში არ უნდა გაცვალონ. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
ზელენსკი: სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა, რუსეთი სერიოზულად არ განიხილავს მშვიდობას
ქარელში თანასოფლელი მძიმედ დაჭრა - შიდა ქართლის პოლიციამ 1 პირი დააკავა
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics