|
2022-05-17 10:32:01, 1716 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - მარიუპოლის გარნიზონმა საბრძოლო მისია დაასრულა, მეთაურებს მებრძოლების სიცოცხლის გადარჩენა დაევალათ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, მარიუპოლის გარნიზონმა საბრძოლო მისია დაასრულა, რის შემდეგაც ქვედანაყოფების მეთაურებს მებრძოლების სიცოცხლის გადარჩენა დაევალათ. შტაბის ცნობით, 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია ორშაბათს დაიწყო. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. "მარიუპოლის გარნიზონმა დაასრულა დაკისრებული საბრძოლო მისია. უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ უბრძანა აზოვსტალში დისლოცირებულ ქვედანაყოფების მეთაურებს, გადაერჩინათ პერსონალის სიცოცხლე. მიმდინარეობს ოპერაცია უკრაინის დამცველების გადასარჩენად, რომლებიც ბლოკირებულნი არიან უკრაინაში, ქარხნის ტერიტორიაზე“,- აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალარი. მისი თქმით, კიდევ 211 დამცველი ევაკუირებული იქნა ჰუმანიტარული დერეფნის გავლით იელენოვკაში, შემდგომში ისინი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდებიან. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ აზოვსტალის ტერიტორიაზე დარჩენილი დამცველების გადარჩენის ღონისძიებები გრძელდება. შეგახსენებთ, რომ Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელი სამხედრიების დაახლოებით 10-მა ავტობუსმა, აზოვსტალის ქარხანა დატოვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)