|
2022-05-16 15:17:07, 1346 ნახვა
ეკონომიკა
არასოდეს თქვა უარი შენს მიზნებზე, არ გადაუხვიო გზიდან
არ გადაუხვიო გზიდან და არ თქვა უარი შენს არჩევანსა და მიზნებზე - ამ კონცეფციით შეიქმნა „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კამპანია, ქალების მხარდაჭერისა და დამკვიდრებული სტერეოტიპების ცვლილებებისთვის. კამპანიის ფარგლებში მომზადდა 6 პრინტი მამოტივირებელი შინაარსის წარწერებით. სიმბოლურია, რომ პრინტებში იმ ქალების სახელობის ქუჩები გამოიყენეს, რომელთა სახელებიც გამბედაობასა და სიმამაცესთან ასოცირდება. ქალი მფრინავი, მწერალი და უფლებების დამცველი, ეროვნული გმირი თუ ქალი მმართველი - ამ რეგალიების უკან კონკრეტული სახელებია, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ქალისთვის შეუძლებელი არაფერია. ცნობილი ქართველი ქალების - ფადიკო გოგიტიძის, ეკატერინე გაბაშვილის, მაია წყნეთელის, თამარ მეფის, მარო მაყაშვილისა და ელენე ახვლედიანის მოღვაწეობა გახდა „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კამპანიის ინსპირაციაც.
თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ჩვენი კომპანიისთვის ქალთა გაძლიერება და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამჯერადაც, ჩვენი ორთვიანი კამპანიის ფარგლებში, გვინდოდა, ქალებისათვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, იყვნენ თამამები, გაბედულები და არასოდეს თქვან უარი თავიანთ მიზნებზე. მხოლოდ ასე, ერთად შევძლებთ, დავამსხვრიოთ სტერეოტიპები. შევეცადეთ, პრინტკამპანიის მეშვეობით გვეჩვენებინა თანამედროვე სიტუაციები - მძღოლი გოგონა, რომელიც არღვევს დამკვიდრებულ არასწორ დამოკიდებულებებს, მოძრაობს ქალაქში, მიჰყვება საკუთარი მიზნებს და თავად მართავს როგორც მანქანას, ისე საკუთარ ცხოვრებას“.
კომპანიამ, რომლისთვისაც ქალთა მხარდაჭერა პრიორიტეტული მიმართულებაა, გადაწყვიტა, ამ გზით კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ქალებისათვის, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ - წარმატების მიღწევა, სტერეოტიპების მსხვრევა და სხვებისათვის მაგალითის მიცემა.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)