|
2022-05-16 10:33:10, 1200 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია - ნიკა გვარამია გახდა სიმბოლო თავისუფლების, ეს ბრძოლა აუცილებად გაგრძელდება
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უფრო მეტად, ვინაიდან ახლა კიდევ უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, რათა ვიბრძოლოთ თავისუფლებოსთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა. როგორც გაბუნიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ნიკა გვარამიას დაკავება მოულოდნელი არ იყო. "პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მოულოდნელი არ იყო ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, სახელმწიფო არ გვაქვს. ქვეყანა სამწუხაროდ იქცა არა თავისუფალი ადამიანების აგლომერაციად, რომელიც უბრალოდ შემთხვევით გავჩნდი ერთ ტერიტრიოაზე. სამწუხაროდ, ჩვენი ერის გამაერთიანებელი არ არის არც მამული, არც ენა და არც სარწმუნოება. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უფრო მეტად ვინაიდან ახლა კიდევ უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, რათა ვიბრძოლოთ თავისუფლებოსთვის. ნიკა გვარამია გახდა სიმბოლო თავისუფლების, რომელთან ერთადაც ამდენი წელი გავატარეთ. ეს ბრძოლა აუცილებად გაგრძელდება. მთავარი არხი გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას. ნიკას დამსახურებაა, როგორც მენეჯეროს რომ არხი ისეა აწყობილი, რომ ყველას შეგვიძლია აწყობილიკ საათივით მუშაობა. ერთადერთი პროლემა რაც გვაქვს არის ფინანსური პრობლემა. ჩვენ ამასაც გადავლახავთ, ბრძოლა გრძლედება",- განაცხადა გიორგი გაბუნიამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)