|
2022-05-16 10:33:09, 1786 ნახვა
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამართალდამცველებმა თბილისი საერთაშორისო აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. „სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 11 კილო და 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოიტანა.“- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვას გულისხმობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)