|
2022-05-14 11:31:04, 2463 ნახვა
ომი უკრაინაში
ირინა ვერეშჩუკი - უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს აზოვსტალიდან 60 ადამიანის გამოყვანის შესახებ
უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ უკრაინა მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთის მხარესთან, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნის, "აზოვსტალის" შენობაში მყოფი 60 ადამიანის შესაძლო ევაკუაციაზე,სადაც საუბარია ექიმებსა და მძიმედ დაჭრილ ჯარისკაცებზე. „რამდენიმე ასეული დაჭრილია, პირველ რიგში ისინი უნდა გადავარჩინოთ, რადგან რუსები ყველაფერზე ერთბაშად არ თანხმდებიან. ასე რომ, ჯერ მძიმედ დაჭრილები და ექიმები, რომელთა რაოდენობაც 60-ია,“ - განაცხადა ვერეშჩუკმა. გარდა ამისა, პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, გავლენიანი შუამავლები და სახელმწიფოები უკვე ჩაერთნენ აზოვსტალში განლაგებული უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ირწმუნება, რომ ქარხნის გათავისუფლების ოპერაციას მნიშვნელოვანი ძალისხმევა და ჯარის დიდი რაოდენობა დასჭირდება. შეგახსენებთ, რომ 11 მაისს ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ აზოვსტალის ტერიტორიაზე შესაძლოა კიდევ ათასი მებრძოლი იმყოფებოდეს, რომელთაგან ნახევარი მძიმედ დაიჭრა. 12 მაისს კი დაიწყო მოლაპარაკებები, 38 მძიმედ დაჭრილი მებრძოლის გასათავისუფლებლად. ხოლო 13 მაისს ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ უკრაინა რუსეთს სთავაზობდა უკრაინული მებრძოლების აზოვსტალის ქარხნიდან გაყვანის სხვადასხვა მექანიზმებს,
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)