|
2022-05-13 20:33:24, 1506 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთის პრეზიდენტი - უკრაინა უნდა აღდგეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსეთმა კი პასუხი აგოს
ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა უნდა აღდგეს მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ავრცელებს. მისივე თქმით, უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას და დაისაჯონ. " ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა უნდა აღდგეს მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რუსეთმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმისთვის, რაც მათ უკრაინაში გაანადგურეს, ხოლო უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას და დაისაჯონ. ასევე, არცერთი პატიოსანი ლიდერი და არცერთი პატიოსანი სახელმწიფო არ დაიჯერებს იმას, რომ თითქოს არაფერი მომხდარა. არ შეიძლება, ეს შეფასდეს ისე, რომ ჩვეულებრივი ამბავი იყო, რადგან ადამიანები დაიხოცნენ. აგრეთვე, მე არ წარმომიდგენია, რომ არსებობს რუსეთში, რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოების ნორმალური შესაძლებლობა." - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)