|
2022-05-13 16:36:12, 1928 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცმა და პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს და უკრაინათან სამშვიდობო მოლაპარაკებები განიხილეს
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ, სატელეფონო საუბარი გამართეს. შოლცმა სოციალურ ქსელში დაადასტურა ზარი და თქვა, რომ ის პუტინს უკრაინაში ცეცხლის სწრაფი შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერის განცხადებები, რომ ნაცისტები ხელმძღვანელობენ ქვეყანას - "მცდარია". „მე მას ასევე ვაცნობე რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ სურსათის მიწოდების გლობალურ სიტუაციაზე“, - დასძინა გერმანიის კანცლერმა. როგორც კრემლი იუწყება, პუტინმა უთხრა გერმანიის ლიდერს, რომ კონფლიქტის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის მთავრობამ "არსებითად დაბლოკა" და მოსკოვი უკრაინაში „ნაცისტურ იდეოლოგიას“ ებრძვის. გერმანიის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ზარი 75 წუთს გაგრძელდა. ცეცხლის შეწყვეტის სწრაფად განხორციელების გარდა, შოლცმა მოუწოდა პუტინს სწრაფად „გააუმჯობესოს ჰუმანიტარული სიტუაცია ადგილზე და მიაღწიოს პროგრესს კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებაში“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)