|
2022-05-13 11:44:38, 1885 ნახვა
ომი უკრაინაში
ამერიკის რესპუბლიკელმა სენატორმა უკრაინის დასახმარებელად $40 მილიარდი დახმარების სწრაფი მიღება დაბლოკა
კენტუკის რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პაულმა ერთპიროვნულად გადადო უკრაინისთვის დამატებითი 40 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის დამტკიცება. აღნიშნული კანონმდებლობა ქვედა პალატამ დაამტკიცა, რომელსაც სენატში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გააჩნია. სენატორის განცხადებით ისინი ვერ გადავარჩენთ უკრაინას აშშ-ს ეკონომიკის განწირვით. დემოკრატებმა და სენატის უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა წინააღმდეგობა გამოთქვეს და ხმის მიცემა შესტავაზეს, თუმცა სენატორმა უარყო შეთავაზება. სენატორის თქმით, ის დამატებითი ხარჯები იყო მნიშვნელოვანი თანხა, რომელიც გააღრმავებდა ფედერალურ დეფიციტს და გააუარესებდა ინფლაციას. „რაც არ უნდა თანაგრძნობა იყოს მიზეზი, ჩემი ფიცი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვისაა“, - განაცხადა პაულმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად კონგრესს დამატებით 33 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა. ამის საპასუხოდ, კონგრესის ქვედა პალატამ უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის მიღების მომხრე 368, ხოლო მოწინააღმდეგე 57 კონგრესმენი აღმოჩნდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)