|
2022-05-12 16:30:16, 1798 ნახვა
ომი უკრაინაში
გაერო - მარიუპოლში ათასობით ადამიანი დაიღუპა
მარიუპოლში ათასობით ადამიანი დაიღუპა . - ამის შესახბე ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ავრცელებს. " კიევის რეგიონში, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა "ხშირად, როგორც ჩანს, განზრახ ხდება სნაიპერებისა და ჯარისკაცების მიერ. დღემდე მხოლოდ კიევის რეგიონში 1000-ზე მეტი სამოქალაქო ცხედარი იქნა აღმოჩენილი. ამ ადამიანების ნაწილი საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა, სხვები, როგორც ჩანს დახვრიტეს, ზოგი კი, როგორც ჩანს, დაიღუპა საომარი მოქმედებების შედეგად გამოწვეული სტრესისა და სამედიცინო დახმარების ნაკლებობის გამო. " - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)