10:26 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 15:04:30, 8206 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ შავ ზღვაში კიდევ ერთი გემი დაკარგა

შავ ზღვაში, რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთი გემი დაკარგა. ამის შესახებ Channel 24-ს დაზვერვის წყაროებმა განუცხადეს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საუბარია პროექტ 23120 ლოგისტიკურ დამხმარე ხომალდზე. 

მათივე ცნობით, რუსეთის ფედერაციას მხოლოდ ორი ასეთი გემი ჰყავს - ელბრუსი და ვსევოლოდ ბობროვი.

შეგახსენებთ, რომ 7 მაისს უკრაინულმა Bayraktar TB2-მა კიდევ ერთი გემი გაანადგურა. ხოლო, 6 მაისს გავრცელდა ინფრომაცია, რომ შავ ზღვაში მყოფ ფრეგატზე, „ადმირალ მაკაროვზე“ უკრაინული თავდასხმა განხორციელდა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინფრომაციას არ ფლობდა.

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურინ ინფორმაციით, რუსულმა საზღვაო ძალებმა, გემი მოსკვას ჩაძირვის შემდეგ, უკან დაიხიეს და ყირიმში დაბრუნდნენ. რუსეთის მომმარაგებელი ხომალდები შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში მინიმალურადაა დაცული..





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics