|
2022-05-12 13:18:01, 2424 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანული კორპორაცია Siemens-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს
გერმანული საწარმოო კონგლომერატი Siemens აცხადებს, რომ უკრაინაში ომის შედეგად რუსეთის ბაზარს დატოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. მათი ცნობით, ისინი უერთდებიან საერთაშორისო თანამეგობრობას უკრაინაში ომის დაგმობაში. „ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო თანამეგობრობას უკრაინის ომის დაგმობაში და ორიენტირებული ვართ ჩვენი ხალხის მხარდაჭერასა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე.“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. გარდა ამისა, კორპორაციამ განაცხადა, რომ მან დაიწყო „პროცესები თავისი სამრეწველო ოპერაციების და ყველა სამრეწველო ბიზნეს აქტივობის შესამცირებლად". ამასთან აღსანიშნავია, რომ Siemens იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც შეაჩერა ყველა ახალი ბიზნესი და საერთაშორისო მიწოდება რუსეთში, სანამ აფასებდა სიტუაციას ქვეყანაში თავისი 3000 თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შეგახსენებთ, რომ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის გამო ამოქმედებული საერთაშორისო სანქციების შედეგად, რუსეთის ბაზარი უკვე არაერთმა მსხვილმა კომპანიამ დატოვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)