|
2022-05-12 10:28:57, 2742 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიუპოლის დამცველი ილონ მასკს მიმართვავს: დაგვეხმარეთ აზოვსტალიდან შუამავალ ქვეყანაში გავიდეთ
მარიუპოლის დამცველი უკრაინელი საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა „აზოვსტალიდან" გასაღწევად დახმარებას ილონ მასკს სთხოვს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს. ვოლინა ილონ მასკს აზოვსტალიდან შუამავალ ქვეყანაში გადაყვანას სთოხვს „შენ თუ არა, მაშინ ვინ? „ხალხი ამბობს, რომ სხვა პლანეტიდან ხართ ტელეპორტირებული, რათა ხალხს ასწავლო შეუძლებელის სჯეროდეს. ჩვენი პლანეტები ერთმანეთის გვერდითაა, რადგან მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. დაგვეხმარეთ აზოვსტალიდან შუამავალ ქვეყანაში გავიდეთ. შენ თუ არა, მაშინ ვინ? მომეცი მინიშნება.“- წერს სერგეი ვოლინა. შეგახსენებთ, რომ 4 მაისს რუსი სამხედროები აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მუდმივი დაბომბვის შემდეგ „პოლკ აზოვის" პოზიციები გაარღვიეს. თავდასხმა 3 მაისს, ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მეორე ეტაპის შემდეგ დაიწყო. შაბათს, 30 აპრილს, მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული იქნა ცეცხლის შეწყვეტა. იმავე დღეს საღამოს აზოვსტალის ტერიტორია 20-მა ადამიანმა დატოვა. კიდევ ორი დღის შემდეგ 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)