|
2022-05-11 18:06:04, 1763 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენკსი - ყველა ქალაქში სადაც რუსი დამპყრობლები დანაშაულებებს ჩადიან, მოლაპარაკებების სურვილი ქრება
ყველა ქალაქში, სადაც რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები ფიქსირდება, მოლაპარაკების გამართვის სურვილი ქრება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ამასთან მას სურს აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სანამ ომის დასრულება შესაძლებელი იქნება. „ყოველ ახალ ბუჩასთან, ყოველ ახალ მარიუპოლთან, ყოველ ახალ ქალაქთან, სადაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე იხოცება, გაუპატიურების შემთხვევები და ახალი ყოველი ახალი დანაშაულის შემთხვევაში, რუსეთთან მოლაპარაკების სურვილი იკარგება, ისევე როგორც ამ საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, ზელენკიმ განაცხადა, რომ როგორც კი უკრაინა ყველაფერს დაიბრუნებს, რაც მას ეკუთვნის, ომიც მაშინ დასრულდება. შეგახსენებთ, რომ მანამდე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას შესაძლოა რუსეთთან მოლაპარაკებები სრულად შეეწყვიტა, მიზეზი კი ტყვედ ჩავარდნილი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების მკვლელობა იქნებოდა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ჩიხში იყო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)