|
2022-05-11 15:08:37, 1719 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის ქალაქ ხერსონის მარიონეტული რეჟიმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს
უკრაინის ქალაქ ხერსონის მარიონეტული რეჟიმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს. ამის შესახებ რუსეთის მიერ დანიშნული ხერსონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსმა, კირილ სტრემოუსოვმა განაცხადა. ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსი გეგმავს რომ ვლადიმერ პუტინს უახლოეს მომავალში წინადადებით მიმართოს. „ქალაქი ხერსონი არის რუსეთი, ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე რესპუბლიკა არ შეიქმნება, არ იქნება რეფერენდუმი. შეიქმნება განკარგულება, რომელიც ეფუძნება ხერსონის ოლქის ხელმძღვანელობის მიმართვას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისადმი. ჩვენი მოთხოვნაა რეგიონი რუსეთის ფედერაციაში შევიდეს“, - განაცხადა სტრემუსოვის ციტირებულმა რია ნოვოსტიმ. მსგავსი განცხადებები სტრემუსოვმა წარსულშიც გააკეთა. 7 მაისს მან განაცხადა, რომ რეგიონი ცდილობს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას: „არავინ არაფერს გვაძალებს, მაგრამ რუსული მიწები კულტურისა და ღირებულებების ისტორიულ არხზე უნდა დაბრუნდეს".-აღნიშნავდა იგი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)