|
2022-05-11 10:19:13, 1651 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი არ შეიძლება იყოს შუამავალი მოლაპარაკებებში, რუსები ამას არ მიიღებენ, ისევე როგორც ჩვენ არ მივიღებთ მათ
ევროკავშირი არ შეიძლება იყოს შუამავალი რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას მოლაპარკებებს შორის, რადგან მხარეებმა თავად უნდა უნდა განსაზღვრონ შედეგები, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განახადა. მისი თქმით, ჩინეთიც არ არის შესაფერისი ამ როლისთვის, რადგან ის რუსეთის ფედერაციისკენ არის მიდრეკილი. "ჩვენ არა. რუსები ამას არ მიიღებენ, ისევე როგორც ჩვენ არ მივიღებთ რუსეთს შუამავლად. საუკეთესო, რა თქმა უნდა, გაერო იქნება“, - აღნიშნა ბორელმა. ცნობისთვის, 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა . ამ მოლაპარაკებებზე უკრაინამ შესთავაზა ხელი მოეწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას მისთვის უსაფრთხოების გარანტიების ახალი სისტემის შესახებ. ბუჩაში რუსი სამხედროების სისასტიკის შემდეგ პროცესი შეჩერდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს გარდა პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა. 24 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ უკრაინული და რუსული მხარეები ერთობლივ დეკლარაციაზე მუშაობენ . ამასთან, დიპლომატმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)