|
2022-05-10 16:27:09, 1575 ნახვა
ომი უკრაინაში
მაკრონი - დადგება მომენტი, როდესაც მოსკოვი და კიევი მშვიდობას მოითხოვენ და ამ დროს არცერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული
მაშინ, როცა ევროპა უკრაინას ეხმარება, დადგება მომენტი, როდესაც მოსკოვი და კიევი მშვიდობას მოითხოვენ და ამ დროს არცერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული ან გარიცხული. - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მისივე თქმით, ევროპამ უნდა ისწავლოს წარსულის შეცდომებზე. "მაშინ, როცა ევროპა უკრაინას ეხმარება, დადგება მომენტი, როდესაც მოსკოვი და კიევი მშვიდობას მოითხოვენ და ამ დროს არცერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული ან გარიცხული, როგორც ეს გერმანიასთან მიმართებით 1918 წელს. ჩვენ უნდა გვქონდეს ეს სტანდარტი, რადგან ვიცით, რომ მომავალი კვირები და თვეები ძალიან რთული იქნება " - განაცხადა მაკრონმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)