|
2022-05-10 14:13:51, 1767 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანნალენა ბერბოკი, უკრაინაში ჩავიდა და გენერალურ პროკურ ირინა ვენედიქტოვას შეხვდა. ბერბოკი გერმანიის მთავრობის უმაღლესი რანგის წარმომადგენელია, რომელიც ქვეყანას რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ ეწვია. მედიის ცნობით,გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩას ეწვია . ვიზიტის შესახებ წინასწარ არ იყო ცნობილი. "საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი გაჩერება კიევის მახლობლად მდებარე ქალაქი ბუჩა იყო. ბაერბოკი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა."- წერს უცხოური მედია. ვიზიტამდე ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისა და მთელი ევროპის დაცვაზე პასუხისმგებელია , რაც ცხადი უნდა იყოს რუსეთისთვის. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები იმის მიხედვით, თუ როგორ იმოქმედებს ეს გერმანიისა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. მან დასძინა, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდება აუცილებელი ღონისძიებაა საომარი მოქმედებების შესაჩერებლად. შეგახსენებთ, რომ მოსკოვი უარყოფს ბუჩაში რაიმე დანაშაულის ჩადენას, მიუხედავად იმისა, რომ ასობით უკრაინელი მოკლეს, როდესაც ქალაქი რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო ერთი თვის განმავლობაში. ქალაქის განთავისუფლების შემდეგ ეკლესიაში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)