|
2022-05-10 12:06:36, 1067 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნგრეთთან მოლაპარაკებებში პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა საჭიროა შემდგომი მუშაობა
რუსეთის წიაღისეული საწვავის შესაძლო აკრძალვის შესახებ ევროკავშირის მასშტაბით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან მოლაპარაკებებში პროგრესს მივაღწიეთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე წერს. ლაიენმა აღნიშნა, რომ მოიწვევს ვიდეო კონფერენციას რეგიონის სხვა ქვეყნებთან ნავთობის ინფრასტრუქტურის სფეროში რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, შემდგომი მუშაობის გაგრძელება მაინც საჭიროა. „დისკუსია პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან იყო სასარგებლო, სანქციებთან და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევაში“, - განაცხადა ლაიენმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიჯარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი ევროკავშირის მხრიდან რუსული ნავთობის აკრძალვას მხარს არ დაუჭერს. ვინაიდან რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების შემთხვევაში უნგრეთის ენერგომომარაგება სრულად განადგურდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)