|
2022-05-10 11:21:03, 1799 ნახვა
ომი უკრაინაში
დროებით ოკუპირებულ იზიუმში, ხუთსართულიანი შენობის ნანგრევებში 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს
ხარკოვის რეგიონში, იზიუმში სახლის ნანგრევების ქვეშ 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. მისივე თქმით, შენობა რუსმა ოკუპანტებმა მარტის დასაწყისში გაანადურეს და ამისათვის ათი დღე დასჭირდათ. „დროებით ოკუპირებულ იზიუმში, ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ, რომელიც ოკუპანტებმა მარტის პირველ ათ დღეში გაანადგურეს, იპოვეს 44 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ეს არის რუსი დამპყრობლების კიდევ ერთი საშინელი სამხედრო დანაშაული. მშვიდობიანი მოსახლეობა! ჩვენ ვაფიქსირებთ თითოეულს და ისინი გადაიხდიან თითოეულს!“ - ამბობს ოლეგ სინეგუბოვი. ცნობისთვის, 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)