19:09 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 14:56:24, 1836 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნეს

ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და  საკრებულოს ხელმძღვანელებმა,  საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ ვეტერანს შალვა გოჩიტაშვილს და ოთარ აზმაიფარაშვილს ხელმძღვანელი პირები სახლებში ეწვივნენ,  ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.  ორივე ვეტერანს მუნიციპალიტეტის მერიამ ერთჯერადად 1 000 -1 000 ლარი გადასცა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად - 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ.

მუნიციპალიტეტში გამართული ღონისძიება, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.   

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics