|
2022-05-09 14:09:12, 4728 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებთან ბრძოლას უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტის სიცოცხლე ემსხვერპლა
ოკუპანტებთან ბრძოლას უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტის იგორ ბეძაის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 2022 წლის 7 მაისს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო მფრინავი, საზღვაო ძალების მე-10 საავიაციო ბრიგადის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი იგორ ბეძაი დაიღუპა. Return Alive Foundation-ის დირექტორის ტარას ჩმუტის თქმით, მფრინავი რუსული გამანადგურებელი რაკეტიდან Mi-14 საზღვაო შვეულმფრენის ეკიპაჟის შემადგენლობაში საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა. „ის გარდაიცვალა ცაში, რომელიც უყვარდა და იცავდა", - წერს ჩმუტი. გარდა ამისა, როგორც ტარას ჩმუტი აღნიშნავს, იგორ ბეძაის ხელმძღვანელობის წყალობით მათ საზღვაო ავიაციის შენარჩუნება შეძლეს. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მე-10 საზღვაო საავიაციო ბრიგადა გახდა შეიარაღებული ძალების ერთადერთი ქვედანაყოფი, რომელმაც მოახერხა ანექსირებული ნახევარკუნძულიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა. ოპერაცია ბეძაის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)