20:59 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 12:03:25, 1142 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - დასავლეთი ჩვენს მიწაზე, მათ შორის ყირიმში შეჭრისთვის ემზადებოდა

 რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისის სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთი „ემზადებოდა ჩვენს მიწაზე, მათ შორის ყირიმში შეჭრისთვის“.

რუსეთის მმართველმა გამოსვლა წუთიერი დუმილით დაიწყო და აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში იყო დაძაბულობა ევროპის სხვა ქვეყნებთან და ნატოსთან.

 "რუსეთმა მოითხოვა ევროპას ეპოვა სამართლიანი კომპრომისი, მაგრამ მათ არ სურდათ ჩვენი მოსმენა ისინი ამზადებდნენ სადამსჯელო ოპერაციას დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში.კიევში ისინი ამბობდნენ, რომ შესაძლოა ბირთვული იარაღი მიეღოთ და ნატო-მ დაიწყო ჩვენთან ახლოს მდებარე მიწების შეერთება და ეს გახდა აშკარა საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზღვრებისთვის. ყველაფერი გვეუბნებოდა, რომ საჭიროა ბრძოლა."- განაცხადა პუტინმა.

პუტინი აგრძელებს თავის გამოსვლას და ამბობს, რომ რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში - რასაც კრემლი უწოდებს შეჭრას - აუცილებელი და "დროული" ღონისძიება იყო.მისი თქმით, ეს იყო დამოუკიდებელი, ძლიერი, სუვერენული ქვეყნის "სწორი გადაწყვეტილება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics