|
2022-05-08 16:08:41, 1757 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინულმა მხარემ ოდესის ოლქში რუსული საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდო
ოდესის რეგიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული საკრუიზო რაკეტა და დრონი Forpost გაანადგურეს. .ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო სარდლობის სამხრეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შუადღისას, სამხრეთის საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფმა შავი ზღვიდან რუსული მრავალფუნქციური გამანადგურებლის Su-35-ის მიერ გაშვებული სადაზვერვო თვითმფრინავი Forpost და საკრუიზო რაკეტა გაანადგურა. "მტერი ჯიუტად აგრძელებს ჰაერიდან სიტუაციისა და ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, მომავალი სარაკეტო თავდასხმისთვის. რუსები აგრძელებენ ჩვენს რეგიონზე შეტევას“, - ნათქვამია განცხადებაში. როგორც UNIAN იტყობინება, ღამის განმავლობაში მტერმა სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესის რეგიონზე. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს. კიდევ 6 ადგილზე სხვადასხვა ობიექტს შეეჯახა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)