20:59 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-08 11:22:09, 1104 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისათვის დამატებით 1,3 მილიარდ ფუნტს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისათვის, დამატებით 1,3 მილიარდ ფუნტს (1,60 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. 

ბორის ჯონსონის ახალი დახმარების პაკეტი თითქმის აორმაგებს ბრიტანეთის წინა ვალდებულებებს უკრაინაზე. როგორც მთავრობამ აღნიშნა, ეს არის ერაყისა და ავღანეთის ომის შემდეგ, კონფლიქტზე დახარჯული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. 

"პუტინის სასტიკი ომი არამხოლოდ უკრაინას ანადგურებს, არამედ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ ევროპაში" - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics