|
2022-05-07 16:00:43, 1817 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანიის ხელისუფლებამ 9 მაისის აქციაზე რუსეთისა და უკრაინის დროშების მიტანა აკრძალა
ბერლინში, 9 მაისს, ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77 წლისთავისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთისა და უკრაინის დროშებისა და ნებისმიერი სხვა სიმბოლოს მიტანა აკრძალა. აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას გერმანიის ხელისუფლება ავრცელებს. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე და პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მიიღო. აკრძალვა წმინდა გიორგის ლენტებსა და სხვა სიმბოლოებს, მათ შორის ასოებს „Z“ და „V“ ეხება, რომლებსაც კრემლი და რუსული ჯარები უკრაინაში სამხედრო შეჭრის დროს იყენებდნენ. „ხსოვნის აქტი, ისევე როგორც მემორიალებისა და ძეგლების პატივისცემა, დაცული უნდა იყოს რუსეთის ამჟამინდელი აგრესიული ომის ფონზე უკრაინაში. ომმა არ უნდა გამოიწვიოს კონფლიქტები ან დავები ბერლინში, რომელიც სცილდება დემოკრატიულ დისკურსს", - ნათქვამია ბერლინში. უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა ბერლინის ამ გადაწყვეტილებას „უზარმაზარი სკანდალი" და "პოლიტიკური კატასტროფა" უწოდა და მისი გაუქმება მოითხოვა. „შოკირებული ვართ, რომ ბერლინის პოლიციამ 8 და 9 მაისს აკრძალა უკრაინასთან დაკავშირებული დროშები. ეს არის უკრაინის პირისპირ და უკრაინელი ხალხისთვის სახეში გაწნული სილა“, - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები, რომლებიც უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობდნენ, წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმში მონაწილეობის მიღებას აპირებენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)