|
2022-05-07 15:21:56, 2837 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიუპოლში რუსი ოკუპანტები ადგილობრივებს მიცვალებულების დაკრძალვის ნებართვას არ აძლევენ
მარიუპოლში ქალაქის გაწმენდისას თითოეული შენობის ნანგრევებში, დაახლოებით, 80-100 ადამიანის ცხედარი იპოვეს,- ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო Telegram-ით ავრცელებს. ანდრიუშჩენკოს თქმით, უცნობი დაღუპულების ცხედრები ბინებში რჩება, ვინაიდან ოკუპანტები დაკრძალვის ფლებას ჯერ კიდევ არ აძლევენ. ამიტომ, ადგილობრივები ბინის შესასვლელ კარზე, არა გარდაცვალების, არამედ გვამის აღმოჩენის თარიღს წერენ. „ადამიანებმა ქალაქში გადაადგილება დაიწყეს და ყველა საშინელება ნახეს, სრული ნგრევა. ახლა მთლიანი სურათი მათ თვალწინაა. მათი ფსიქიკა ვერ იტანს „რუსული სამყაროს სიხარულს". - წერს ანდრიუშჩენკო. გარდა ამისა, მერის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, იმისა, რომ მარიუპოლში ადამიანური დანაკარგების ოფიციალური მაჩვენებლები არ ემთხვეოდეს რეალურს. ამასთან, 13 აპრილს ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, იმ დროს ქალაქ მარიუპოლში უკვე დაიღუპა 20 000-დან 22 000-მდე მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)