|
2022-05-07 10:44:35, 1740 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - პოლონეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხე, შესაძლოა, პოლონეთიდან მოდიოდეს. - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვი ავრცელებს. მისივე თქმით, ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებს. "ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პოლონეთიდან ძალიან, ძალიან აგრესიული რიტორიკა მოდის, რაც ტრადიციულად არასდროს ყოფილა მეგობრული, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში მტრულად განწყობილი გახდა. ის, რომ პოლონეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის შეიძლება საფრთხე მოდიოდეს, ასევე აშკარა ფაქტია. ამაზე, თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ჩვენმა საგარეო დაზვერვის უფროსმა ისაუბრა. ეს აშკარა ფაქტებია". - განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)