|
2022-05-06 20:14:25, 2422 ნახვა
სამხედრო
ზელენსკი - ჩვენ ვერ ვხედავთ ომის დასასრულის მოახლოების ნიშნებს
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ადრეული დასრულების ნიშნები არ არსებობს. პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის Chatham House-ის სპეციალისტებს მიმართა, „დღეს არის 72-ე დღე სრულმასშტაბიანი ომისა და ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ ომის დასრულებას. ჩვენ არ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან მისი დასრულების რაიმე სურვილს. და ვერ ვხედავთ დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებებს. იმ გამოწვევებზე, რაც რუსეთმა ამ ომმა გამოიწვია, 24 თებერვლიდან არც ერთი დღე არ ყოფილა, რომ არ გვქონოდა მოლაპარაკება იარაღის მოწოდებაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე და ა.შ. მოლაპარაკება უსაფრთხო გასასვლელზე და „მწვანე დერეფანზე“ მარიუპოლში ალყაში მოქცეული ადამიანებისთვის“, - თქვა მან. ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა ცდილობს ომში რაც შეიძლება სწრაფად გამარჯვების მიღწევას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და განადგურებული ქონების აღდგენის დაწყებას, კერძოდ, რუსეთისგან ჩამორთმეული თანხებით.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)