|
2022-05-06 18:18:28, 1709 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი - შვიდი ქვეყანა მზადაა ჩვენი უსაფრთხოების გარანტი გახდეს
შვიდი ქვეყანა თანახმაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში გააკეთა. ერმაკმა განაცხადა რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორებს შორის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, იტალია და იტალია მოიაზრება, თუმცა უკრაინას სურს მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც იხილოს. „თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი ისტორია და პოლიტიკა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხოების გარანტორებს შორის გვინდა ვიხილოთ ჩინეთი, ინდოეთი და, შესაძლოა, სხვა ქვეყნებიც. მაგრამ ეს დამოკიდებულია ასეთი ქვეყნების პოზიციაზე. ჯერჯერობით, ჩინეთს საჯაროდ არ გამოუთქვამს მზადყოფნა მსგავსი მოლაპარაკებებისთვის. კონტაქტები, რა თქმა უნდა, არის.ჩინეთი სერიოზული მოთამაშეა საერთაშორისო არენაზე. ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან და მე მჯერა, რომ უსაფრთხოება მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩინეთისთვის, ასევე უკრაინისთვის. უკვე ბევრი სტრატეგიული პარტნიორი დათანხმდა, რომ გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, ესენია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, იტალია და სხვა,“ - აღნიშნა იერმაკმა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი შეუერთდება გარანტორებს, როდესაც დოკუმენტის პროექტი მზად იქნება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)