21:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 14:49:49, 1085 ნახვა

სამართალი
ყაზბეგში და თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი" და ,,ყაზბეგი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის ჰ.ჰ.-ს კუთვნილი  ავტომანქანის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ა.მ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, 45000 აშშ დოლარი და 3 500 000 რუსული რუბლი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 უწყების ცნობით,არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში, 286 865,7 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში,  (არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით) 28 686,65 ლარი შეეფარდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics