|
2022-05-05 21:35:01, 1769 ნახვა
სამართალი
სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და სხვა დანაშაულების გამო ორი პირს პატიმრობა შეუფარდა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი პირი - საქართველოს და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო. - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე თქმით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქემ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, ყატარული კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე ჰაკერულად შეაღწიეს და გაგზავნილი ცრუ შეტყობინების და თანდართული ყალბი ინვოისების საფუძველზე, კომპანიას 189 465.50 აშშ დოლარი (452 188.5 ლარი) მოტყუებით საქართველოში გახსნილ ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს, რასაც მსჯავრდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, ნიგერიის მოქალაქემ მის საბანკო ანგარიშზე განათავსა და პირადი საჭიროებისამებრ განკარგა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)