07:31 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 18:23:02, 1851 ნახვა

ომი უკრაინაში
კიევის პოლიცია - ოკუპანტებმა 2 ახალგაზრდა ჯერ ჩაცხრილეს, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს

ოკუპანტებმა 2 ახალგაზრდა ჯერ ჩაცხრილეს, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს. - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიცია ავრცლეებს.

მათივე თქმით, გარდაცვლილებს შორის არიან 22 და 23 წლის ახალგაზრდები რომელთა ვინაობაც დადგენილია.

"25 თებერვალს ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომლითაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე გადაადგილდებოდა. თუმცა ოკუპანტებმა ეს არ იკმარეს, და მანქანას ტანკით გადაუარეს. დაღუპულები 22 და 23 წლის იყვნენ და მათი ვინაობა დადგენილია", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics