|
2022-05-05 11:15:14, 974 ნახვა
სამართალი
პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთისა პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული მ.ხ. ზუგდიდში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლი განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა - დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ხ. მძღოლის ერთ-ერთი თანმხლები პირია, რომელმაც მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა და სხვა პირებთან ერთად მიიმალა. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, აღნიშნულ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კიდექსის კოდექსისი 353-ე პრიმა და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)