|
2022-05-05 10:48:54, 1682 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - ქვეყნები, რომლებიც რუსული ნავთობის ემბარგოს ეწინააღმდეგებიან, დანაშაულის მონაწილენი არიან
ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის ენერგორესურსების ემბარგოს ეწინააღმდეგებიან, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილეები ხდებიან ,- აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, სანქციების მეექვსე პაკეტის დეტალებზე საუბრისას. კულებას თქმით, ევროკავშირი ერთი მხრივ მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა მეორე მხრივ რუსეთი ევროკავშირისგან ნავთობისა და გაზის სანაცვლოდ მილიარდობით ევროს იღებს. „ახლა შეგიძლიათ დააკვირდეთ აბსურდულ სიტუაციას. ევროკავშირი ერთი ხელით მხარსბ უჭერს უკრაინას, ფინანსურ დახმარებას უწევს, რუსეთს სხვადასხვა სანქციებს უწესებს, უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად რესურსების მობილიზებას ახდენს და ამავდროულად აგრძელებს რუსეთისთვის გაზისა და ნავთობის საფასურის გადახდას. ერთი რამ მინდა განვმარტო: თუ ევროპის რომელიმე ქვეყანა ემბარგოს წინააღმდეგი იქნება. ყველა იტყვის, რომ ეს ქვეყანა თანამონაწილეა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა. ეს ნიშნავს, რომ ისინი თამაშობენ რუსეთის მხარეს და იზიარებენ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რასაც ის აკეთებს უკრაინაში, “, - ხაზგასმით აღნიშნა დიმიტრი კულებამ. როგორც ცნობილია, ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეექვსე პაკეტის პროექტი მიაწოდა. მედიის ცნობით, პაკეტის საფუძველი ნავთობის ემბარგოა, რომელსაც უნგრეთი და სლოვაკეთი არ ეთანხმებიან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)