|
2022-05-05 10:36:34, 2480 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიუპოლის მერის მრჩეველი - 9 მაისს ოკუპანტები ე.წ. ფილტრაციის ციხეში მყოფი მოსახლეობის აღლუმში ჩართვას გეგმავენ
მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშენკო აცხადებს, რომ მარიუპოლში რუსი ოკუპანტები გეგმავენ ე.წ. ფილტრაციის ციხეში მყოფი თითქმის 2000 კაცის ტანსაცმლის შეიარაღებული ძალების ფორმაში შეცვლას და 9 მაისს „პატიმრების აღლუმში“ ჩართვას. მისივე თქმით, რუსეთს არ ჰყავს საკმარისი რეალური პატიმრები, ამიტომაც ამ ხერხს მიმართავენ, რათა შეიქმნას სხვა პროპაგანდისტული სურათი. ანდრიუშჩენკოს პირდაპირი გამოსვლა : „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დღეს თითქმის 2000 კაცი იმყოფება ფილტრაციის ციხეში. ეს არის სოფლები ბეზიმენე და კოზაცკე. ისინი მარიუპოლიდან თითქმის 4 კვირის წინ გაიყვანეს. ამ მამაკაცებს აკავებენ და ეუბნებიან, რომ უკრაინულ ფორმაში ჩაცმულნი იქნებიან და მარიუპოლში ეგრეთ წოდებულ „პატიმართა აღლუმში“ ჩაერთვებიან, რადგან მათ არ ჰყავთ საკმარისი რეალური პატიმრები. ეს იქნება ისეთი გროტესკული მასა, რომ შეიქმნას სხვა პროპაგანდისტული სურათი”,- განაცხადა ანდრიუშჩენკომ. ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მარიუპოლში გამარჯვების დღის აღსანიშნავად ემზადებიან, ამისთვის ქალაქში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ჩავიდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)