|
2022-05-04 20:59:30, 2710 ნახვა
სამხედრო
რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის დაცვა გაარღვიეს - პოლკ აზოვთან კავშირი დაიკარგა
გამოცემა "უკრაინასკაია პრავდას" ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის მუდმივი დაბომბვის შემდეგ პოლკ აზოვის" პოზიციები გაარღვიეს. ახლა უკრაინელ მებრძოლებთან არანაირი კავშირი არ არის. ქარხნის ტერიტორიაზე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინის რადას უმრავლესობის ლიდერმა დავით არახამიამ დაადასტურა, რომ საოკუპაციო ჯარები აზოვსტალში შეიჭრნენ "მეორე დღეა ქარხნის შტურმის მცდელობები გრძელდება. რუსული ჯარები უკვე იმყოფებიან აზოვსტალის ტერიტორიაზე", - განაცხადა არახამიამ აზოვის პოლკის მეთაურის სიტყვებზე დაყრდნობით. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მარიუპოლში მყოფმა რუსმა სამხედროებმა ავიაცია გამოიყენეს, რათა განაახლონ შეტევა ქარხნის ტერიტორიაზე. "მარიუპოლის აზოვსტალის რაიონში ჩვენი დანაყოფების ბლოკადა და განადგურების მცდელობები გრძელდება. ზოგიერთ რაიონში, ავიაციის მხარდაჭერით, მტერმა განაახლა შეტევა ქარხნის ტერიტორიის კონტროლის მიზნით", - ნათქვამია შეტყობინებაში. შეგახსენებთ, რომ რუსი ოკუპანტები უკვე მეორე დღეა შტურმს აწყობენ აზოვსტალის ქარხანაში, სადაც რჩებიან უკრაინელი დამცველები და მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ჯერ არ მომხდარა. თავდასხმა დაიწყო 3 მაისს, ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მეორე ეტაპის შემდეგ. შაბათს, 30 აპრილს, მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული იქნა ცეცხლის შეწყვეტა. იმავე დღეს საღამოს აზოვსტალის ტერიტორია 20-მა ადამიანმა დატოვა. კიდევ ორი დღის შემდეგ 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)